თბილისში, უკრაინის საელჩოსთან ამ წუთებში სოლიდარობის აქცია იმართება. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. შეკრების მიზანი უკრაინისადმი სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატვა და ომის მსხვერპლთა მიმართ პატივის მიგებაა. აქციაზე რიგითი მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები შეიკრიბნენ. აქციაზე გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი და შეკრებილებმა აანთეს სანთლები.