უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრები უკრაინელები აქციას მართავენ. მშვიდობის ხიდზე შეკრებილი აქტივისტები როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვს გააკეთებენ. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება, მათ შორის თბილისშიც, აქციას საქართველოს მოქალაქეებიც უერთდებიან.