სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ახალი ჰუმანიტარული პროექტი იწყება, – ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, 4 ნოემბრიდან ექიმებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში ჩავა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჯაფარიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მიღება უფასოდ შეეძლება.