საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოება თბილისში, რომელიც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს და გაიცემა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია. წელს ეს ჯილდო მარიკა კვალიაშვილსა და თათული დოლიძეს გადაეცათ. ჯილდო გადაეცემათ პირებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში მოღვაწეობით ისტორიული კვალი დატოვეს და მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ხელი შეუწყეს.