შსს-ში არასრულწლოვნების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება

15:08, 03.06.2018

უკვე ორი საათია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვა გრძელდება.

რეზონანსულ საქმეზე უწყების შეკითხვებს თვითმხილველები და მომხდართან კავშირში მყოფი სხვა პირები პასუხობენ.

ამ დროისათვის 5-ე სკოლის ფიზიკის პედაგოგი აწვდის ინფორმაციას გამომძიებლებს. ასევე, შენობაში უკვე შევიდა ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მამასთან ერთად იმყოფება.

 

მსგავსი