შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. 47 წლის მამაკაცი ამავე დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევია. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ის ზესტაფონში აიყვანეს. მისი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა, ორ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.