შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთი წარსულში ნასამართლევია. მათ ბრალი ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, ოთხი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.