თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.
შშმ პირებისთვის განკუთვნილი ექვსი ლიფტი ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩისა და ფილარმონიის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა. ახალდამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის ელჩთან ერთად დაათვალიერა.