შს მინისტრი ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილეს შეხვდა

15:31, 15.05.2018

შინაგან საქმეთა მინისტრი ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს როლზე ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ და ერვი ბლეჟომ ნატოს ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობა განიხილეს. 

მსგავსი