ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრი მზად არის, პარლამენტში მივიდეს
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრი მზად არის, პარლამენტში მივიდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია მზად არის, საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის პარლამენტში მისვლის თარიღი დაზუსტდება.

„მზად ვართ, მინისტრი მზად არის, რომ პარლამენტში მოვიდეს და ყველა კითხვას, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხება, ღიად ვუპასუხოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მისვლა უმცირესობამ მოითხოვა, მოგვიანებით კი, მსგავსი სურვილი უმრავლესობის წევრებმაც გამოთქვეს.