საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტით გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ 100 მილიონ 190 ათასი ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად.
მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.