შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში

46 წლის კაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის აივნიდან გადმოხტა, ამ დრომდე ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე რჩება. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავ მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობა და დაზიანება აღენიშნება.

შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს. მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.