შს მინისტრმა გოგოლის ქუჩაზე პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გოგოლის ქუჩაზე პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, ის 37 თანამშრომელზეა გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილება აქამდე ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 6 თვეში დასრულდა.