ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრის გახსნა

მცხეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. საპატრულო პოლიციის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა აღიჭურვა ახალი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით. განახლებულია როგორც შენობის ინტერიერი, ასევე გარე პერიმეტრი. შენობაში მოწყობილია დასაკითხი და ნივთმტკიცების ოთახები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პატრულ-ინსპექტორებისთვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახები.

ამავე შენობაში განთავსდა ერთიანი მომსახურების ცენტრი.

თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მცხეთა მესამე ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.   მცხეთის ერთიანი მომსახურების ცენტრში, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა. იქ ასევე განთავსებულია “ლიბერთი ბანკის” ფილიალი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ჯარიმების გადახდას.