ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის პირველი პრეზიდენტის შვილი, მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ცოტნე გამსახურდია კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. თავდაპირველად ქირურგიული ჩარევა მას გულმკერდის არეში დასჭირდა, სადაც პაციენტს რამდენიმე შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით კი, შემდგომი კვლევისა და ტომოგრაფიის პასუხების გათვალისწინებით, გამსახურდიასთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. პროცესი შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.