ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გემმა ტვირთი დაცალა და ტრანზიტის პროცედურაში კანონმდებლობის შესაბამისად მოიქცა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება.