შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი ადგილობრივებისთვის, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის და რელიგიური ლიდერებისთვის, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება იყო.

განიხილეს გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; აქცენტი გაკეთდა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ 50-მდე მუსლიმი, იმამი და თეოლოგი, ასევე დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე. სესიას გაუძღვნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები: ღონისძიება გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა.

დატოვე კომენტარი