შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან

ჯანდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გურიის რეგიონში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისაუბრეს გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის სამედიცინო სექტორის სავალდებულო მინიმალური სახელფასო ანაზღაურების დაწესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს ოზურგეთში ახალი სამედიცინო კლინიკის მშენებლობის გეგმებიც.