რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დღეს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან. მედიკოსები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია, კლინიკის დემონტაჟთან დაკავშირებით უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ზურაბ აზარაშვილსა და ირაკლი კობახიძეს საკუთარ არგუმენტებს პირადად გააცნობენ. სამედიცინო მედპერსონალი პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს პირველად გუშინ შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები, რომელშიც როგორც საზოგადოებრივი, ისე მედიკოსების ინტერესიც იქნება გათვალისწინებული.