საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას. აღინიშნა, რომ ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.