ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველო გაერო-ს ორგანიზაციებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს მუდმივი კოორდინატორს მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.