ევროკავშირის ჩართულობით „ნამახვანჰესის“ საკითხზე მიმდინარე შეხვედრა სამი მთავარი მოთხოვნით დასრულდა. უნდა მოხდეს ტერიტორიიდან საპოლიციო ძალების გაყვანა, პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება. დრო პარასკევამდეა. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნება მომდევნო მედიაციის თარიღი, სადაც უნდა შეთანხმდნენ „ნამახვანჰესის“ ისეთ პროექტზე, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.
რა განცხადებები გაკეთდა ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ და როგორია მხარეთა მოლოდინი, ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ.