პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში.