მეწარმეებისთვის შეღავათები ამოქმედდა

დღეიდან მცირე მეწარმეები შეღავათებით ისარგებლებენ.

ახალი საგადასახადო რეჟიმი ძალაშია.

კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით ხუთჯერ მცირდება ბრუნვის გადასახადი, ასევე, ფართოვდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთა წრეც.

შეღავათების შედეგად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების ზრდას ელის.

საგადასახადო რეჟიმით მოსალოდნელი სარგებლის შესახებ დღის ბოლოს პრემიერმაც ისაუბრა.