მინისტრობის კანდიდატების მოსმენა

ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გვიანობამდე გაგრძელდა პარლამენტში. მათ დეპუტატების მიერ დასმულ 120 კითხვას უპასუხეს. მთავარი აქცენტი ლარის გაუფასურების ტენდენციას შეეხებოდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის შედეგად მიზნობრივ ნიშნულს გადააჭარბა ე.წ. იმპორტირებულმა ინფლაციამ. თუმცა, მისი თქმით. ეროვნულმა ბანკმა მყისიერად უპასუხა და საპროცენტო განაკვეთი 0,5 პუნქტით გაზარდა, რაც მისი აზრით, დადებით მოლოდინებს შექმნის და ქვეყანაში ინფლაციას არ გაზრდის.