ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან შეხვედრისას ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას.
მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი მედიასაშუალებების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს. ქართულმა მხარემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.