„შავნაბადა“ გერმანიაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს
აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ გერმანიაში, მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს. ბერლინში მაყურებლის წინაშე მუსიკოსები ახალი პროგრამით წარდგნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.