შალვა კუჭაშვილი ელისო კილაძეს და მის შვილს მუქარაში ადანაშაულებს

ორგანიზაციის „ნუ მომკლავ”დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძეს და მის შვილს მუქარაში ადანაშაულებს. როგორც კუჭაშვილი ყვება, დავით ხარშილაძე სოციალურ ქსელში მას ფიზიკური შეურაცხყოფით და  პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებით ემუქრება. კუჭაშვილი ამბობს, რომ ის შსს-ს წარმომადგენლებმა ორჯერ გამოკითხეს, თუმცა ამბობს, რომ საფრთხე მის უსაფრთხოებას მაინც ემუქრება.

ორგანიზაციის დამფუძნებელი აღნიშნავს,  რომ ელისო კილაძის და მისი შვილის გაღიზიანება მის მიერ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისგან გამიჯვნამ გამოიწვია.

როგორც შალვა კუჭაშვილი აცხადებს, ის გააგრძელებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ვაკის პარკში გამართულ საპროტესტო აქციებზე.