ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია – ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული ე.წ ღორის გრიპად წოდებული A ტიპის ვირუსია, რომელსაც მაღალი სიცხე, სახსრებისა და თავის ტკივილი, ხველა ახასიათებს. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია და კლინიკებში მიმართვიანობამაც იმატა, საგანგაშო და უცხო ამ ვითარებაში არაფერია.
არსებული მონაცემებით, გრიპის ვირუსით ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში ორს არ აღემატება, ეს კი იმ ფონზე, რომ აშშ-ში რამდენიმე ათასი ადამიანია გარდაცვლილი.
ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, საკმარისია თუ არა ქვეყნის საწოლფონდი და რა რეკომენდაციებს ავრცელებენ სპეციალისტები – თამარ ნადარეიშვილის რეპორტაჟი.