ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია – ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული ე.წ ღორის გრიპად წოდებული A ტიპის ვირუსია, რომელსაც მაღალი სიცხე, სახსრებისა და თავის ტკივილი, ხველა ახასიათებს. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია და კლინიკებში მიმართვიანობამაც იმატა, საგანგაშო და უცხო ამ ვითარებაში არაფერია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, თუ ამერიკაში მიმდინარე სეზონზე გრიპით რამდენიმე ათასი ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ორს არ აღემატება. რაც შეეხება კლინიკებში საწოლების რაოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ მხრივ არც პაციენტების მიღებისა და არც თავისუფალი ადგილების პრობლემა არ არსებობს.