სეზონური ვირუსები ქვეყანაში

სეზონური ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. სპეციალისტების განმარტებით, კლინიკებში მიმართვიანობა მაღალია, თუმცა სგანგაშო მდგომარეობა არ არის. ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე, ძირითადად, A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რესპირატორული ვირუსების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.

მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ და სეზონური გრიპის ვაქცინის აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.