ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია. თუმცა, ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს A ტიპის გრიპი. ასევე ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.