ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევებმა მცირედით იმატა, რაც სპეციალისტების განმარტებით, უქმე დღეების შემდგომი მობილობის გაზრდასა და სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დაწყებას უკავშირდება. მათი თქმით, კორონავირუსთან ერთად, ქვეყანაში ძირითადად ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლებსაც მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს.
გაზრდილია მიმართვიანობა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშიც, სადაც ამ დროისთვის 50-მდე პაციენტი მკურნალობს, მათი უმეტესობა ორ წლამდე ასაკის ბავშვები არიან. იქნება თუ არა ქვეყანაში გრიპის ვირუსის კიდევ ერთი ტალღა, ამის პროგნოზირება ექიმებს უჭირთ, თუმცა, მოსახლეობას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ პირბადის ტარებისა და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.