სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 

12:20, 10.10.2025

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წინა წლებში პირველ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებს უფინანსებდა და მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ იხსნებოდა ეს პროცესი ყველა მსურველისთვის. წელს პირველად, ეს პრაქტიკა შეიცვალა და გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება პირველივე ეტაპზე, ყველა მოქალაქისთვის შესაძლებელია.

საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.

მსგავსი