სერგი ოთიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

33 წლის სერგი ოთიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. გულის გადანერგვა მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა მოხდეს. ოპერაციის ღირებულება 100 ათასი დოლარია, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ვისაც შეგიძლიათ 33 წლის ახალგაზრდას სიცოცხლის გადარჩენა, ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.