სათამაშოების ბაზრის კონტროლი მკაცრდება

21:54, 10.11.2026

სათამაშოებზე კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება.

ფართოვდება მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულების ჩამონათვალი. აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიას ემატება აზბესტი, ფტალატები, ბენზინი და კიდევ რამდენიმე შემცველობა. მედიკოსები მითითებული ნივთიერებების ჭარბი შემცველობით გამოწვეულ მძიმე დაავადებებზე საუბრობენ, მათ შორისაა სიმსივნური დაავადებებიც. კვლევები აჩვენებს, რომ ზემოთ ნახსენებ ნივთიერებებს ბაზარზე საკმაოდ პოპულარული პროდუქტებიც შეიცავს. საუბარია ე.წ. ტყლარწებსა და სათამაშო ქვიშის შემცველ პროდუქციაზე. ახალი რეგულაცია უახლოეს თვეებში უნდა ამოქმედდეს. ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციას შესაბამისი უწყება, ანუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს.

მსგავსი