ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები SEU-ში

18:46, 10.11.2026

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და SEU-ს ხელმძღვანელობა, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“ გაშვების საბოლოო გეგმასა და კურიკულუმს გაეცნენ. ახალი საგანმანათლებლო პროგრამა SEU-ში სტუდენტების პირველ ნაკადს 2027 წლის თებერვალში მიიღებს. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ბიზნეს-ინსტრუმენტები ამერიკელი პროფესორებისა და ექსპერტებისგან შეისწავლონ. სასწავლო გეგმის მიხედვით, სტუდენტებს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მესამე სემესტრი აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიარონ და ორმაგი დიპლომი მიიღონ.

მსგავსი