საქველმოქმედო განცხადება
31 წლის მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის უკვე შვიდი თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, არ აქვს მხედველობა და არ შეუძლია მოძრაობა. მერაბი კლინიკიდან სახლში გადაიყვანეს, სადაც მას რეაბილიტაცია, მუდმივი სპეციალური სამედიცინო მოვლა და აპარატურა ესაჭიროება. ყოველდღიური სამედიცინო ხარჯები, მედიკამენტები და სპეციალური მოვლის საშუალებები, ოჯახისთვის გადაულახავ ფინანსურ ტვირთად იქცა. ამ უმძიმეს პირობებში საზოგადოების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.