სომხეთში გაფიცვა გრძელდება.
მუშაობა თითქმის ყველა საჯარო უწყებამ შეწყვიტა. პარალიზებულია დედაქალაქის ყველა მთავარი გამზირი. ქუჩებში იმართება მსვლელობები. ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მხარდამჭერებთან ერთად ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე განაგრძობს. რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ლიდერის გამოჩენას მოქალაქეები რამდენიმე საათში ელოდებიან.
ერევანში „მოამბის“ გადამრები ჯგუფი მუშაობს. ლიკა ალელიშვილი დეტალებით.