საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საწარმოების ნაწილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას განაგრძობს. მათ შორისაა იმერეთის რეგიონში მოქმედი სასათბურე მეურნეობა „ჰერბია“, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული კულტურები მოჰყავს, აფასოებს და მსხვილ სუპერმარკეტებს აწვდის.
მანანა გიგინეიშვილი გვეტყვის, რა პირობებში ხდება პროდუქციის წარმოება, რამდენად დაცულია საწარმოში დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და როგორ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.