სავალუტო ფონდის მხარდაჭერა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფისკალური ჩარჩო.