ამ წუთებში სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესასოციაციებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემები პალატაში დაგეგმილი ცვლილებებია. თავმჯდომარე აანონსებს, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცვლის სტრატეგიას.
გიორგი პერტაიას განცხადებით, თუ აქამდე პალატის საქმიანობა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესით იყო კონცენტრირებული, უკვე სრული ბიზნესის წარმომადგენლებიც წევრიანდებიან. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დღევანდელ შეხვედრაზე ასევე პალატის ახალ პროექტზეც ისაუბრებს.
პერტაიას თქმით, ეს არის ბიზნესის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ერთგვარი კვლევის ცენტრიც იქნება. მისი შესწავლის მიზანი მცირე ბიუჯეტი, ნაკლები გადასახადი და უკეთესი ბიზნესგარემო იქნება.