სააღმზრდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც განახლდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლება ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს, თუმცა, იმედს გამოთქვამენ, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევები არ მოიმატებს.
შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ბაღი მთლიანად არ დაიხურება და გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ვინ გადავა იზოლაციაში, ბაღის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.