უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო, რომლის მიხედვითაც, ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა. საუბარია 7 მილიონ ლარზე.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც მას არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა.