სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა, ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა. ბრალდებული ასევე სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას. ბრალდებულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.