სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელი, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელი პირების, ვასილ ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამაცაშვილის მიმართ მოპასუხეების მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები ცილისწამებად იქნა მიჩნეული და მათ ერთი თვის ვადაში აღნიშნული განცხადებების უარყოფა დაევალათ. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულ მოძრაობას, ვასილ ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მამაცაშვილის სასარგებლოდ ხუთ-ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.