სოფელ ჩუმლაყში სასაფლაო გაქურდეს. წაღებულია ალუმინისა და რკინის კონსტრუქციები. ადგილობრივების თქმით, სასაფლაოზე ქურდობის ფაქტები მას შემდეგ გახშირდა, რაც უხელფასობის გამო, ტერიტორია დარაჯის გარეშე დარჩა. გურჯაანის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ სასაფლაოების დასუფთავებით შემოიფარგლება.