სტიქია გურჯაანში - სალიკვიდაციო სამუშაოები

გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, თითქმის გაწმენდილია. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.