საქორწინო სამზადისი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი რამდენიმე საათში დაქორწინდებიან

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ქორწილისთვის ემზადება. რამდენიმე საათში პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი იქორწინებენ. ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ეკლესია 800-მდე ადამიანს იტევს. ქორწილის აღსანიშნავად ქუჩებში 100 000 ადამიანს ელოდებიან.

მეგან მარკლი დედასთან, დორია რაგლანდთან ერთად სასტუმროში იმყოფება. სასტუმროში მისვლამდე მეგან მარკლის დედოფალმა ელისაბედმა ჩაიზე უმასპინძლა. მეგანის მამა, გულის ოპერაციის გამო, ქორწილს ვერ დაესწრება. საქორწინო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრინცი ჰარის ბაბუა, ედინბურგის ჰერცოგი, 96 წლის პრინცი ფილიპი.

ცერემონია ბრიტანეთის დროით, 12 საათზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი დაწერს.