„საქნახშირი” ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კომპანია „საქნახშირი”.

მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი.

5 აპრილს დახლოებით 03:50 წუთზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა – გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება.

შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს,– ნათქვამია კომპანის განცხადებაში.

ამასთან, „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს.